„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მაია ფანჯიკიძის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა, სადაც გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები შეფასდა. ფანჯიკიძის განცხადებით, მცხეთაში გამართული აქცია , “ქართული ოცნების“ კიდევ ერთი გამარჯვება იყო.
"ეს იყო კიდევ ერთი გამარჯვება "ქართული ოცნებისა". მცხეთაშიც ისეთივე კარგი აქცია ჩატარდა, როგორც თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში. მოვიდა ბევრი ხალხი, იყო ძალიან კარგი განწყობა და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა,“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.