მოსკოვს არ ადარდებს, რომ ნატო რუსეთის საზღვართან თავის ყოფნას ზრდის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუინმა „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აანალიზებს ალიანსის ქმედებებს და „ყურადრებით უყურებს. პუტინის განცხადებით, რუსეთმა ნატოს ყველა ნაბიჯი იცის. „ჩვენ ეს არ გვადარდებს. დაე, ივარჯიშონ. ყველაფერი კონტროლქვეშაა“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.