თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ აქცია გამართა სახელწოდებით „მარიონეტული სასამართლო“. თეატრალიზებულ აქციაში სპეციალურად შექმნილი მარიონეტები მონაწილეობდნენ. „კონტროლის პალატის ჭორებზე პროკურატურა იწყებს მოკვლევას და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამრთლო აწერს ხელს. საქართველოში სასამართლო ძალიან შორს დგას სამართალთან და ის ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება“ - განაცხადეს აქციის წევრებმა.