უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 24 ივნისი ახალგაზრდობის დღედ დააწესა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოაწყო. სამების ტაძარში მიმდინარე საკვირაო წირვა-ლოცვას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი დაესწრნენ.