საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე პარლამენტი ვენეციის კომისიის შუალედურ რეკომენდაციებს მიიღებს, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
" ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსათვის იგეგმება ცვლებების მესამე მოსმენით კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს შეთანხმება - კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ტექსტი ცვლილებებისა და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად ვიდრე საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით განხილული იქნება დოკუმენტი, ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებების. რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ მესამე მოსმენით რა ცვლილებების შეტანაც შეიძლება დოკუმენტში, ამ ტიპის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული მესამე მოსმენის ეტაპზე“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისივ ეთქმით, ვენეციის კომისიის ძირითადი დასკვნა ცალსახად პოზიტიურია. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ყველა პრინციპულ საკითხზე ვენეციის კომისია იზიარებს მმართველი გუნდის მოსაზრებებს, ამიტომ კრიტიკულ დასკვნას არ ელოდებიან.
„გათვალისწინებას რაც შეეხება, ჩვენ ვიმოქმედებთ რეგლამენტით გათვალისწინებული მანდატით",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.