კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია პარლამენტთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც, უწყების წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთოს სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელის დასადგენად და გამოსახსნელად.
”ის მაინც გვითხრან, ცოცხალია თუ მკვდარი ეს ადამიანი. მოვითხოვთ, მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში მოხდეს მისი ადგილსამყოფელის დადგენა და ყველაფერი გაკეთდეს გამოსახსნელად”, - განაცხადა სოსო ოსორაულის მეუღლემ ნინო ოსორაულმა.
ოსორაულის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია ხვალაც გაიმართება.