მოსკოვი მზად არის მონაწილეობა მიიღოს არაბულ ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური დაძაბულობის მოხსნაში

მოსკოვი მზად არის მონაწილეობა მიიღოს არაბულ ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური დაძაბულობის მოხსნაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ყატარის კრიზისი გალფის ქვეყნებთან ერთად დიალოგით უნდა გადაიჭრას. ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვში, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოფიციალური მოსკოვი მზად არის მონაწილეობა მიიღოს არაბულ ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური დაძაბულობის მოხსნაში. ლავროვი თქმით, კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოგვარდეს. ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედმა არაბულ ქვეყნებთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.