ძალიან დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვუყურებ იმ ბირთვს, რომელიც ”რუსთავი 2”-ს ქმნის

ძალიან დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვუყურებ იმ ბირთვს, რომელიც ”რუსთავი 2”-ს ქმნის

ძალიან დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვუყურებ იმ ბირთვს, რომელიც ქმნის ”რუსთავი 2”-ს, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა. 

”ძალიან დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვუყურებ იმ ბირთვს, რომელიც ქმნის ”რუსთავი 2”-ს და, რომელიც აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ რეიტინგი შეინარჩუნოს. მე მიყვარს პროფესიონალი ადამიანი, მიყვარს ადამიანი, რომელიც შრომობს იმისთვის, რომ კომპანიას სარგებელი მოუტანოს”, - განაცხადა ხალვაშმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ბედი ეწევათ თანამშრომლებს თუ მასთან თანამშრომლობას მოისურვებენ, ხალვაშმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის სასარგებლო ადამიანებთან სიამოვნებით ითანამშრომლებს. 

”კალთებს ვერავის ჩამოვახევთ, მაგრამ იმ ადამიანებთან, რომლებიც კომპანიისთვის სასარგებლოები არიან, სიამოვნებით ვითანამშრომლებ”, - განაცხადა ხალვაშმა.