„უმოკლეს ვადაში სოფლად უმუშევრობის პრობლემა აღარ იქნება“ (VIDEO)

„უმოკლეს ვადაში სოფლად უმუშევრობის პრობლემა აღარ იქნება“ (VIDEO)

ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ზუგდიდის რაიონში სოფელი ურთას მცხოვრებლებს შეხვდა და მათ „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, დასაქმების და სოციალური პროგრამები გააცნო.

ირაკლი ალასანიას თქმით, ურთაში ადგილობრივი მაჟორიტარის დაპირების მიუხედავად არ არსებობს სამედიცინო პუნქტი და შიდა გზები. 
„როდესაც მილიარდი ჩაიდება სოფლის მეურნეობაში, ჩვენი გლეხი წელში გაიმართება, ეს შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს და უმოკლეს ვადაში სოფლად უმუშევრობის პრობლემა აღარ იქნება“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.