„გლობალ ტვ“-ის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია (VIDEO)

„გლობალ ტვ“-ის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია (VIDEO)

 

დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ კომპანია „გლობალ ტვ“-ის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია გაიმართა. კომპანიის იურისტ-კონსულტანტის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, „გლობალ ტვ“ კვლავ განიცდის ზეწოლას ხელისუფლებისა და მის მიერ კონტროლირებული ეროვნული მაუწყებლების მხრიდან. კერძოდ, 2012 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოსო ღურწკაიამ დააკმაყოფილა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და აუკრძალა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არხის „ნებისმიერი სახით რეტრანსლირება, მათ შორის საკუთარი აბონენტებისათვის დამონტაჟებული ანტენებიდან მიღებული სიგნალის მისივე მიმღების „რესივერების“ მეშვეობით გადაცემის გზით. ოთხი დღის შემდეგ იმავე სასამართლოს იმავე მოსამართლემ შპს „ტელეიმედის“ ანალოგიური მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

 კომპანია „გლობალ ტვ“-ის წარმომადგენლების ზურაბ ბაზლიძისა და ნატა გელაძის განმარტებით, ტელეკომპანიების მოთხოვნა და სასამართლოს ორივე განჩინება არ ემყარება არანაირ ობიექტურ მტკიცებულებას, ამდენად ორივე მათგანი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. სინამდვილეში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ არ ახორციელებს აღნიშნული ტელეკომპანიების არხების რეტრანსლაციას თავისი საკაბელო ქსელის მეშვეობით.