დღეს, ზუგდიდდში, ირაკლი ალასანია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სტუდენტებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ახალგაზრდებს კოალიციის პროგრამები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ალასანიამ ვრცლად ისაუბრა განათლების პროგრამაზე და „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე განათლების სფეროში.
„ქართული ოცნება“ - ეს არის სკოლა ყველა სოფელში, სახელმძღვანელო ყველა ბავშვს, ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება, ნიჭიერი თაობის წახალიასება და მხარდაჭერა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტუდენტები უპროცენტო გრძელვადიან სესხებს მიიღებენ. ახალგაზრდებს ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ჩვენი ყვეყნის ძლიერების ფუნდამენტს. შეიქმნება ახალი ოჯახები და გენოფონდის პრობლემაც მოგვარდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ.