პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და "ქართული ოცნების" ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააცნეს.
ლიბერალური ინტერნაციონალის 17 კაციანი დელეგაცია საქართველოში კოალიცია "ქართული ოცნების" მოწვევით იმყოფება. დელეგაციაში შედიან პარლამენტარები და პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და მაკედონიიდან. დელეგაციის შეხვედრა "ქართული ოცნების" ლიდერებთან დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.