ზუგდიდის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

ზუგდიდის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

ზუგდიდის ცენტრალური ბულვართან გზა გადაიკეტა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიან იუწყება, გზა პოლციამ უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა.

ზუგდიდში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს ელოდებიან. პარტიის წარმომადგენლებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებით.

ზუგდიდის მოსახლეობასთან დავით ბაქრაძის შეხვედრა 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.