ოთხი ტყვედ აყვანილი ადამიანი გერმანელმა მამაკაცმა მოკლა

ოთხი ტყვედ აყვანილი ადამიანი გერმანელმა მამაკაცმა მოკლა

BBC-ის ინფორმაციით, გერმანელმა მამაკაცმა, რომელმაც ქალაქ კარლსრუეში დღეს დილით ოთხი ადამიანი ტყვედ აიყვანა, დახოცა.

შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც ბინიდან გამოსახლებას უპირებდნენ, შეძლო და ტყვედ აიყვანა სასამართლო აღმასრულებელი,  მექანიკოსი, რომელიც კარის გაღებას ცდილობდა და კიდევ ორი ადამიანი. პოლიციამ რამდენიმე საათიანი ალყის და მოლაპარაკებების შემდეგ, მამაკაცის დარწმუნება ვერ შეძლო. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ბინაში აღმოჩენილი მამაკაცის გვამი, თვითონ ბინის პატრონისაა, ხოლო მეოთხე გარდაცვლილი ქალბატონის ვინაობას არკვევენ.