USAID საქართველოს 8 უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს

USAID საქართველოს 8 უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID  დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს 8 უნივერსიტეტთან ერთად  საუნივერსიტეტო სამოქალაქო განათლების პროგრამის შესახებ, თანამშრომლობას გააფორმებს

USAID წარმომადგენლობის განცხადებით,  პროგრამის მიზანია საქართველოში დემოკრატიული კულტურის გაძლიერება და სამოქალაქო მონაწილეობის წახალისება.

სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება USAID მიერ U USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით და მასში ჩართულია 800-ზე მეტი ქართველი სტუდენტი. ინიციატივა აუმჯობესებს სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და  მოქალაქეთა მონაწილეობას  საჯარო ცხოვრებაში.  U

 USAID-ს ახალი პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართება ერთობლივი სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო განათლების შესახებ.