ამერიკის პირველ ლედის იაფფასიანი სამოსისთვის აკრიტიკებენ

ამერიკის პირველ ლედის იაფფასიანი სამოსისთვის აკრიტიკებენ

ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა ცნობილია ტანსაცმლისადმი თავისი უბრალო დამოკიდებულებით. პირველ ლედის არ ეთაკილება დემოკრატიული მარკის სამოსის ტარება,  ის ფიქრობს, რომ ასე თავისი ქვეყნის ხალხს უფრო უახლოვდება და პრეზიდენტის ოჯახის მიმართ ნდობასაც ზრდის.

შეიძლება ვიღაცისთვის მიშელ ობამას სტილი მისაბაძი მაგალითია, მაგრამ ამერიკის მოქალაქეებს შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც პირველი ლედის ჩაცმულობას სხვადსასხვა მიზეზების გამო მკაცრად აკრიტიკებენ.

ელიზაბეტ კლინი, ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამერიკის პირველ ლედის ქვეყანაში მოდის საშუალო სტილის გაქრობას აბრალებს. ელიზაბეტ კლინი მიშელ ობამას გარდერობს მთელ წიგნს უძღვნის, სახელწოდებით „იაფფასიანი მოდის შოკისმომგვრელი ფასები“. მისი მთავარი მიზანია, გააკრიტიკოს ჩინური წარმოების იაფფასიან სამოსის რეალიზაცია, რომელიც საჭირო ყურადღების გარეშე, მოზარდთა უკანონო შრომის გამოყენებით იქმნება. ამის პარალელურად კი, შტატებში ტანსაცმლის მრეწველობა ბოლო ათი წელია გაქრობის პირასაა მისული.

ელიზაბეტის თქმით, ამერიკის პირველი ლედი შტატების საზოგადოებას მაგალითს საკუთარი გარდერობით აძლევს. ერთის მხრივ, იმ ხალხს, ვინც იაფასიან უხარისხო  სამოსს,  დიდ ქსელებში ყიდულობს, და მეორე, მათ ვინც თავს უფლებას აძლევს ძვირადღირებული დიზაინერების სამოსი ჩაიცვას.

რაც შეეხება, მესამე საშუალო ფენას,  ვინც საკუთარი გემოვნებით იმოსებება, უბრალოდ გაქრა.

ამერიკის პირველი ლედის, მიშელ ობამასგან განსხვავებით, ჰერცოგინია ქეით მილდტონმა,   სამოსში გასულ წელს,- 35 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა. პრინცმა ის სამეფო ოჯახის ბიუჯეტიდან თვად გადაიხადა.