„ქართული ოცნების“ პროექტის „კარადკარ“-ის კოორდინატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

„ქართული ოცნების“ პროექტის „კარადკარ“-ის კოორდინატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გუშინ აფრიკის დასახლებაში  გუმათგესის ქუჩაზე კოალიცია „ქართულ ოცნება“-ის პროექტის, „კარდაკარ“-ის კოორდინატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სიების აღწერის დროს სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სახლის მეპატრონეები „კარდაკარის“ მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ერთ -ერთი კოორდინატორის, მერაბ ბერიძის თქმით, მას სიების აღწერის დროს მობინადრე ფიზიკურად გაუსწორდა.

„ისინი მეუბნებოდნენ, რა უფლებით მამოწმებთ და საერთოდ ვინ გეკითებათ სად ვცხოვრობთო. მეზობელმა მხარი დაუჭირა, ოთახში შემაგდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს“, - განაცხადა ბერიძემ.

მოხმდარის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სამართალდამცავებს აცნობეს, თუმცა საქმეში ისინი არ ჩაერთვნენ. პატრულმა ამის აღკვეთა სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ, ერთი საათის დაგვიანებით მოახდინა. ძალოვანი უწყება მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

„ქართულმა ოცნებამ“ კარდაკარის ალტერნატიული პროექტი დაიწყო. პროექტი ერთდროულად 63 ოლქში მიმდინარეობს და მთელს საქართველოს მოიცავს.

პროცესში კოალიციის 10 ათასამდე აქტივისტია ჩართული. სიების დაზუსტება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ადგილობრივი მაცხოვრეებლები არც  მედიის წარმომადგენლებს აძლევდნენ ასაშუალებას პროფესიული საქმიანობა შეესრულებინათ.