თურქი კომუნისტები ხელისუფლებას სირიის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ

თურქი კომუნისტები ხელისუფლებას სირიის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ

თურქეთის კომუნისტური პარტია, სირიასთან მომხდარ ინციდენტში ბრალს თურქეთის ხელისუფლებას სდებს და ტაიპ ერდოღანს ხელისუფლებიდან წასვლისკენ მოუწოდებს.

„სირიის საჰაერო საზღვრის დარღვევა ერდოღანის მიერ განხორციელებული პროვოკაციაა, რომელსაც მხარს ამერიკა და ისრაელი უჭერენ“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ ავრცელებს. 

თურქი კომუნისტები ასევე აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქეთის ხელისუფლება პროვოკაცია უწყობს სირიას, გარდა ამისა, სპეციალურ ბანაკებში ხდება ჯარისკაცების მომზადება და მათი გადაგზავნა არაბეთის ქვეყანაში, თურქეთიდან სირიაში  შედის კონტრაბანდული იარაღიც.