სტანისლავ ლაკობა: სააკაშვილმა ხელისუფლების დაკარგვით შიშით  შესაძლოა არჩევნები ჩაშალოს

სტანისლავ ლაკობა: სააკაშვილმა ხელისუფლების დაკარგვით შიშით შესაძლოა არჩევნები ჩაშალოს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა საქართველოში მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თემას  ეხება და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ ხელისუფლების დაკარგვის შიშითა  და  სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, აფხაზეთის საზღვარზე პროვოცირება მოახდინოს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და არჩევნები ჩაშალოს.  

„თბილისის ხელისუფლებას განსაკუთრებით შეეშინდა დიდი მიტინგების თბილისში, 100 000-ზე მეტი ადამიანის გამოსვლის, აგრეთვე მიტინგის გურიის დედაქალაქ-ოზურგეთში. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების დაკარგვის შიშით, სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ, რომლებიც აფხაზეთის სასაზღვრო ზონაში კრიმინალურ-ტერორისტულ დაჯგუფებებს აკონტროლებენ და ეყრდნობიან,  აფხაზეთისა და რუსეთის სამხედრო ძალების პოვოცირება მოახდინონ. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება შეეცდება საპროტესტოდ განწყობილი მოსახლოების ყურადღება რუსეთის მხრიდან, ვითომდა შესაძლო აგრესიაზე გადაიტანოს, რაც საშუალებას მისცემს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, დაიწყოს რეპრესიები ოპოზციიის წინააღმდეგ და არჩევნები ჩაშალოს. ეს არა იმდენად აფხაზეთის, არამედ საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული“,-აცხადებს ლაკობა. 

სტანისლავ ლაკობა  აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  გალის რაიონში ბოლო პერიოდში მდგომარეობა რთულდება და იძაბება, რაც ქართული მხარის მიერ გალის რაიონში ტერორისტული ქმედებების გააქტიურებითაა გამოწვეული. 

„როგორც ცნობილია, ქართული მხარის მიერ ხორციელდება ტერორისტული აქტები ქართული ეროვნების იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთის ხელისუფლებათან თანამშრომლობენ და ამას ქართული მხარე დემოსტრაციულად აკეთებს. განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია 2011 წლის ბოლოდან, რომელიც დღემდე გრძელდება, ყველა კვალი კი საქართველოს ტერიტორიისკენ მიდის, საიდანაც იგზავნება ტერორისტული ჯგუფები“,-აცხადებს  ლაკობა.