ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი პოლიციის უფროსი სამველ პეტროსიანი იქნება

ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი პოლიციის უფროსი სამველ პეტროსიანი იქნება

ახალქალაქის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის პოლიციის უფროსი სამველ პეტროსიანი იქნება. ამის შესახებ  from.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

ახალქალაქის რაიონი ერთადერთი არ არის, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარად პოლიციის მაღალჩინოსნის წარდგენას გეგმავს. მმართველი პარტიის მაჟორიტარებად პოლიციისა და პროკურატურის არაერთი წარმომადგენელი იქნება დასახელებული.

ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ამჟამად ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ  არჩევნებში მაჟორიტარად აღარ წარადგენს.