ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ ინჟინრების ძირითად სასწავლო ცენტრზე, ისლამურ უნივერსიტეტზე თავდასხმა დაადასტურა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ ინჟინრების ძირითად სასწავლო ცენტრზე, ისლამურ უნივერსიტეტზე თავდასხმა დაადასტურა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში ისლამურ უნივერსიტეტზე თავდასხმა დაადასტურა, - უწყებამ ინფორმაცია X-ზე [ძველი Twitter-ი] გამოაქვეყნა.

IAF ამბობს, რომ ისინი თავს დაესხნენ უნივერსიტეტს, რადგან ის „ჰამასის“ ინჟინრების ძირითადი სასწავლო ცენტრია და არის პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების მნიშვნელოვანი ცენტრი.

ასევე ნათქვამია, რომ „ჰამასი“ ამ ადგილს იარაღის წარმოებისთვის იყენებდა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.