ვირჯინიის უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ვირჯინიის უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ვირჯინიის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

ინციდენტი ქალაქ რიჩმონდში მოხდა. სროლა დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე 19 წლის ბიჭმა გახსნა. ის უკვე დაკავებულია და ბრალიც წარუდგინეს.

შერიფის განცხადებით, სროლას 18 წლის სტუდენტი და 35 წლის კაცი ემსხვერპლნენ.