გასული საუკუნის 90–იან წლებში განსაკუთრებულად პოპულარული როკ–ჯგუფი Aerosmith ახალ ალბომზე მუშაობას იანვრის ბოლოს შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაცია კოლექტივის ვოკალისტმა და სულის ცამდგმელმა – სტივენ ტაილერმა გაავრცელა.
ჯგუფის მიერ ჯერ ისევ დამუშავების ეტაპზე მყოფი ახალი დისკი რიგით მე-15 იქნება Aerosmith-ის შემოქმედებაში. აროგორც იცით, მანამდე ჯგუფმა საკმაოდ პოპულარული და აღიარებული ალბომი – “Honkin' on Bobo“ 2004 წელს გამოუშვა და მასში 11 ქავერი და ერთი ახალი სიმღერა “Thе Grind“ იყო შესული, ხოლო უკანაკსნელი ახალი სიმღერებისგან შემდგარი დისკი მათ “Just Push Play“ 2001 წელს გამოუშვეს.
როგორც ხედავთ, ჯგუფის ცხოვრებაში საკმაოდ დიდხნიანი შემოქმედებითი წყვეტა იყო და ახალი ალბომი ნამდვილად დროული და მნიშვნელოვანი უნდა იყოს “აეროსმითის“ მილიონობით ფანისათვის, რომლებიც ჯგუფის ახალ სიმღერებს ამდენი წელი ელოდნენ.
ალბათ გახსოვთ, რომ 2009 წელს ტაილერსა და ჯგუფის დანარჩენ წევრებს შორის უთანხომება მოხდა, როს გამოც სტივენმა კოლექტივი დატოვა, თუმცა ის მალევე დაბრუნდა და Aerosmith ძველი შემადგენლობით ტურნეში გაემგზავრა.