ნედ პრაისი:  დაძაბულობის ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას

ნედ პრაისი: დაძაბულობის ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას

დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისის განცხადებაშია აღნიშნული.

ნედ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო „ღრმად შეშფოთებულია“.

„შეერთებული შტატები მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების, მათ შორის მსხვერპლის შესახებ არსებული ცნობების გამო ღრმად შეშფოთებულია. ჩვენ მხარეებს დაძაბულობისა და სამომავლოდ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებთ. დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას“, - ნათქვამია ნედ პრაისის განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.