ირაკლი ქადაგიშვილი: თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე რეალური საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, მისი მკურნალობა შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე რეალური საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, მისი მკურნალობა შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი

თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე რეალური საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, მისი მკურნალობა შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვითო. გასაგებია, რომ კონტრაბანდისტისა და ომის პარტია თავისი ლიდერის გადასარჩენად ყველაფერს მოითხოვს, მაგრამ არსებობს რეალობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას მართლაც რამე სხვა რეალური საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, მისი მკურნალობა შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ყველგან დასვამს ამ საკითხს, ევროპა იქნება ეს თუ საქართველო, ამაშიც გასაკვირი არაფერია“,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია.