რომან გოცირიძე: ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება?! რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ?! ილუზიაა ეს

რომან გოცირიძე: ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება?! რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ?! ილუზიაა ეს

ბოიკოტით ყველა პრობლემების გადაჭრა არის გულუბრყვილობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ბერკეტის დაკარგვა უსუსურობის გამოხატულებაა და ფრაქციაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

„ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება?! რა მოხდება ამით, რა დაჩქარდება, რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ?! - ილუზიაა ეს. საპარლამენტო ბერკეტის დაკარგვა საკუთარი უსუსურობის გამოხატულებას ნიშნავს. ფრაქციაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.