ჩვენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ვაფასებთ რელევანტურ ფაქტებს, რომელიც ამჟამად გვაქვს სახეზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტ შეფასებებს და არ არის აუცილებელი ამ დოკუმენტში დიდი გასაქანი მივცეთ პოპულიზმს. რაც შეეხება რუსეთის აგრესორობას, არ ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციის წუნს წარმოადგენს ის, რომ დოკუმენტში ამ ფაქტის დამატებითი ხაზგასმა არ მომხდარა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს.