არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობებს, განსაზღვრონ პოლიტიკა, ასუსტებს ივანიშვილის არაფორმალური როლი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმასრულებელ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე

არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობებს, განსაზღვრონ პოლიტიკა, ასუსტებს ივანიშვილის არაფორმალური როლი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმასრულებელ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე

არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობებს, განსაზღვრონ და განახორციელონ სამთავრობო პოლიტიკა, ამცირებს ივანიშვილის არაფორმალური როლი, რომელსაც მთავრობაში თანამდებობა არ უკავია, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმასრულებელი და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებაზე , - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში 2021“ ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, მისი ფაქტობრივი უფლებამოსილება 2018 წელს გამოვლინდა, როდესაც პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა ივანიშვილთან უთანხმოების გამო.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტური გამოყენებას ხელს უშლის სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არარსებობა.

„მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი კორუფცია ნაკლებად გავრცელებულია, მთავრობაში კორუფცია გრძელდება. ზოგიერთ შემთხვევაში, მან, სავარაუდოდ, ნეპოტიზმის ან ქორონიზმის ფორმა მიიღო მთავრობის მიერ კადრების დაქირავებისა და შესყიდვების განხორციელების დროს. ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტური გამოყენებას ხელს უშლის სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არარსებობა, ხოლო წარმატებული საქმეები მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც კარგ ურთიერთობაში არიან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან, იშვიათი გახდა“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბიზნესმენებმა, რომლებსაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი აქვთ, 2020 წელს კოვიდ-19– თან დაკავშირებული საზოგადოებრივი კონტრაქტები.

„აპრილიდან ივნისამდე პრეზიდენტ ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემომწირველმა რამდენიმე ტენდერი მიიღო, მათ შორის 1.3 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის გარიგება ჯანდაცვის სამინისტროსთან. აპრილში კი, პარტიის სხვა მხარდამჭერის საკუთრებაში მყოფმა ფირმამ გააფორმა კონტრაქტი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ფონდისთვის 4 მილიონი პირბადის წარმოებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისათვის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის - „თავისუფლება მსოფლიოში 2021 - თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100-დან 60 ქულა აქვს მინიჭებული.