დავით მირცხულავა „ნამახვანჰესზე“: ჰიდროგენერაციაზე უარის თქმა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს

დავით მირცხულავა „ნამახვანჰესზე“: ჰიდროგენერაციაზე უარის თქმა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს

დღეს ტოტალურად ჰიდროგენერაციაზე უარის თქმაზეა საუბარი. ეს ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ ექსპერტმა დავით მირცხულავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა. მისი აზრით, ჰესის მშენებლობა ისეთ მნიშვენლოვან საკითხებს უკავშირდება, როგორებიც არის ქვეყნის ენერგეტიკული, ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოება.

„ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა ზაფხულში ყოველთვის ჭარბი იყო საქართველოში ენერგია. ბოლო წლებში, პანდემიამდე, ზაფხულში ენერგიის სიჭარბე აღარ იყო, ისე იყო გაზრდილი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე“, - განაცხადა მირცხულავამ.

ადგილობრივი მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტასა და მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს.