ავთანდილ ენუქიძე: წინ გადადგმული ნაბიჯია დოკუმენტი, რომლითაც, არჩევნების კუთხით, სხვადასხვა საკითხი უნდა გაუმჯობესდეს

ავთანდილ ენუქიძე: წინ გადადგმული ნაბიჯია დოკუმენტი, რომლითაც, არჩევნების კუთხით, სხვადასხვა საკითხი უნდა გაუმჯობესდეს

სერიოზული სამუშაოები ჩატარდა და ძალინ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ის დოკუმენტი, რომლითაც, არჩევნების კუთხით, სხვადასხვა საკითხი უნდა გაუმჯობესდეს. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტს აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძე.

მან შეზღუდვების შემსუბუქებაზაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნდა შემუშავდეს რაიმე მექანიზმი, რომელიც დედაქალაქიდან რეგიონში მიმავალი ადამიანების დროის პრობლემას მოაგვარებს.

რაც შეეხება მეორე საკითხს - რადგან შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იქნებ მთავრობის წინაშე საკითხი დავაყენოთ, რადგან დედაქალაქიდან გასული ყველა მანქანა ვერ ასწრებს რეგიონებში ჩასვლას და ფაქტიურად, გახსნილი მოძრაობა ავტოსადგურებისთვის დახურულია. თხოვნა მექნება, იქნებ შეიცვალოს რამე ამ კუთხით“.