ირაკლი ზარქუა: შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში

ირაკლი ზარქუა: შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ჩანიშნული იყო ჯერ კიდევ გასულ წელს და მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მთელ მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ევროპისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, პრეზიდენტი მაინც ჩამოვიდა და არ გადადო შეხვედრა. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.