დიმიტრი ხუნდაძე: ნიკა გვარამიამ ბულინგის სამიზნედ გაიხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდი და მისი მომხრეები, არამედ უკვე პარტნიორებზე ილაშქრებს

დიმიტრი ხუნდაძე: ნიკა გვარამიამ ბულინგის სამიზნედ გაიხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდი და მისი მომხრეები, არამედ უკვე პარტნიორებზე ილაშქრებს

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, დესტრუქციული ოპოზიციის თავდასხმა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებზე მიუღებელია. დეპუტატის თქმით, ნიკა გვარამიას მიერ კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადებები „რეალობას სცდება".

„დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა რუპორებმა ბულინგის სამიზნედ უკვე საერთაშორისო პარტნიორები გაიხადეს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია და არავითარ წესში არ ჯდება. რაც შეეხება გვარამიას შეფასებებს, საერთოდ ასცდა რეალობას. მან ბულინგის სამიზნედ გაიხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდი და მისი მომხრეები, არამედ ის უკვე საერთაშორისო პარტნიორებზე ილაშქრებს, რაც მიუღებელია", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.