სერგი კაპანაძის შეფასებით, გერმანიის ელჩი თავისი განცხადებით მაინც და მაინც არ უნდა ამაყობდეს, რადგან მასში ჩანს უპატივცემულობა საქართველოს დღევანდელობის და წარსულის მიმართ

სერგი კაპანაძის შეფასებით, გერმანიის ელჩი თავისი განცხადებით მაინც და მაინც არ უნდა ამაყობდეს, რადგან მასში ჩანს უპატივცემულობა საქართველოს დღევანდელობის და წარსულის მიმართ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოში გერმანიის ელჩი საკუთარი განცხადებით არ უნდა ამაყობდეს, რადგან მასში ჩანს უპატივცემულობა საქართველოს დღევანდელობისა და წარსულის მიმართ. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის ვერანაირ ტრაგედიას ვერ ხედავს იმ აზრთა სხვადასხვაობაში, რაც მათ და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არის.

„მიმაჩნია, რომ გერმანიის ელჩი ამ თავისი განცხადებით, დიპლომატიური ენით რომ ვთქვათ, მაინც და მაინც არ უნდა ამაყობდეს, რადგან ეს არის განცხადება, რომელშიც, როგორც მინიმუმ, ჩანს უპატივცემულობა როგორც საქართველოს დღევანდელი რეალობის, ისე წარსულის მიმართ და ეს არ არის ის, რასაც ელჩები აკეთებენ ხოლმე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ელჩების პოზიციები ყოველთვის არის ყურადსაღები და მნიშვნელოვანი, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, "ევროპული საქართველო" მათ შორის და პირველ როგში, არასოდეს არ ვხელმძღვანელობთ ელჩების ინსტრუქციებით და პოზიციებით, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს და ვხელმძღვანელობთ ხალხის ინტერესებით და იმით, რაც ჩვენ მიგვაჩნია რომ არის სწორი და კარგი ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისათვის და მომავლისათვის. ამრიგად, თუ ჩვენ შორის, ჩვენ და ჩვენ პარტნიორების წარმომადგენლებს შორის საქართველოში იქნება აზრთა სხვადასხვაობები, მე ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არ მიმაჩნია სწორად ღია შეტევები დიპლომატიურ კორპუსზე,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ვინც პარლამენტში აირჩიეს, აქვთ პასუხისმგებლობა, გამოიყენონ ეს მანდატები და საქართველოსთვის გააკეთონ საუკეთესო, რისი გაკეთებაც პარლამენტში შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება. როგორც მან "იმედის კვირას" უთხრა, სამწუხარო იყო პარლამენტში ბევრი ცარიელი ადგილის დანახვა. მისივე თქმით, პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად და არა ოპოზიციის იქ შესვლით.

 

 

Aburjga Tasmanieli აუუუ... კაპანაძე . ბატონო კაპანაძე, არ იცი ამხელა "ბატონმა კაცმა" რას ნიშნავს "ტოტალიტარული სახელმწიფო", სიტყვა ტოტალური იცი რას ნიშნავს? - არ იცი, იცი?! რას აბრახუნებ რეალობასთან შეუსაბამო სიტყვებს თუ მათი მნიშვნელობა არ იცი?! რას იპამპულავებ თავს?!
4 წლის უკან