საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 337 ადამიანს დაუდასტურდა, 3 498 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 337 ადამიანს დაუდასტურდა, 3 498 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 337 ადამიანს დაუდასტურდა, 3 498 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6869 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 3077 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.