ჩვენ გამოვთქვით სურვილი, მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, ამ მოლაპარაკებებს უნდა ჰქონდეს აზრი. შესაბამისად, მაგიდასთან უნდა ვიხილოთ ისეთი სუბიექტები, რომლებიც კი არ აყირავებენ მაგიდას, რამეს ის, ვისაც აქვს კონსტრუქციული დიალოგის რესურსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ 1-2 პარტია იქნება წარმოდგენილი პარლამენტის პირველ სხდომაზე, ბუნებრივია ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის. ეს არ არის „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა, მაგრამ ქვეყნისთვის ასეთი სურათი კარგი არ არის. კიდევ უფრო ცუდია ის სურათი, როდესაც სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და უგულავა არიან რადიკალური ოპოზიციის სახეები. როდესაც ქართულ პოლიტიკს ეს სახეები ჩამოსცილდებიან, ეს მოხდება ძალიან მალე, ასეთი პრობლემები ჩვენს ქვეყანას აღარ შეექმნება. როგორც კი პოლიტიკას ასეთი სახეები ჩამოსცილდებიან, მაშინ გაიწმინდება ქართული პოლიტიკა არაჯანსაღი მოვლენებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი უკვე ცნობილია. ცნობილია, ისიც თუ ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ პარლამენტის საკვანძო თანამდებობებზე.