გივი მიქანაძის თქმით, მოლაპარაკებები იმ შემთხვევაშიც გაგრძელდება თუ ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

გივი მიქანაძის თქმით, მოლაპარაკებები იმ შემთხვევაშიც გაგრძელდება თუ ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მზაობა არის 24-საათიან რეჟიმში რომ ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ განუცხადა. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, პროცესი იმ შემთხვევაშიც არ შეწყდება, თუ ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიცია სრულად ან ნაწილობრივ არ დაესწრება.

„ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული წინადადებები და მზად ვართ ნებისმიერ დროს ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში. ხვალ თუნდაც დაფიქსირდეს ის, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ყველა ან ნაწილობრივ არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით დიალოგს ვაჩერებთ. პირიქით, ჩვენ მზაობა გვაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის“, - აღნიშნა მიქანაძემ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, მხარეები შეთანხმდებიან.

ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.