ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს შეუწყვეტს იმ დეპუტატებს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს

ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს შეუწყვეტს იმ დეპუტატებს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს

პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ, -ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ასევე მანდატებს შეუწყვეტს იმ დეპუტატებს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

„ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათი განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები“, - განაცხადა კობახიძემ.