მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი: „ხალხმა უნდა იცოდეს ამ ვაქცინების გვერდითი მოვლენები, არ უნდა დაიმალოს!“

მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი: „ხალხმა უნდა იცოდეს ამ ვაქცინების გვერდითი მოვლენები, არ უნდა დაიმალოს!“

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი ზაზა წერეთელი კორონავირუსის ვაქცინის გვერდით მოვლენებზე საუბრობს. იგი ესწრებოდა, საკოორდინაციო საბჭოს იმ სხდომებს, სადაც მიწვეულნი იყვნენ ექიმები.

"ამ მომენტში არის 3 ვაქცინა ყველაზე წინ, ფაიზერის, მოდერნას და ოქსფორდის. მოდერნას და ფაიზერის, არის სინთეზური, ანუ სინთეზური „რნმ“-ი შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში. ფაიზერი ღიად იძახის, რომ გაკეთებიდან რამდენიმე დღის მანძილზე იქნება მხარის (კეთდება მხარში, როგორც „ბცჟ“) ტკივილი, კუნთების ტკივილი და შეიძლება იყოს, რამოდენიმე დღე ტემპერატურაც კი. მოდერნაც სინთეზურია და დაახლოებით იგივე ჩვენება ექნება. ფაიზერის ვაქცინას სჭირდება მინუს 70, მინუს 80 გრადუსზე შენახვა და პირველი 6 საათის განმავლობაში უნდა გააკეთო, როცა წამოიღებ სპეციალური მაცივრიდან, თორემ, მერე უბრალოდ გაფუჭდება. ლოჯისტიკურად ეს ძალიან რთული იქნება. მოდერნას შენახვა კი შეიძლება მინუს -2-დან მინუს 8 გრადუსამდე, ანუ, ისევე, როგორც ინახება სხვა ბევრი ვაქცინა. ამიტომ, მოდერნას ვაქცინისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე ცივი ჯაჭვი და იგივე ლოჯისტიკა, რაც უკვე გვაქვს. ამიტომ, მოდერნას ვაქცინა იქნება იდეალური საქართველოსთვის. განსხვავება ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინას შორის ის არის, რომ ფაიზერის ვაქცინა უფრო ადვილად მზადდება, მოდერნას ვაქცინის დამზადებას მეტი დრო სჭირდება, ამიტომ ფრაიზერი უფრო მალე გამოჩნდება ბაზარზე, მაგრამ მე ვფიქრობ, საქართველოსთვის, უფრო მისაღებია მოდერნა, ან თუნდაც ოქსფორდის ვაქცინა, რომელშიც უკვე არასინთეტური, არამედ დასუსტებული ვირუსია.

 მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გაკეთებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ექნება სახსრების ტკივილი, ან სიცხე, რომ მერე არ დაიწყოს საუბრები, რომ აი, ამ ვაქცინას ასეთი ეფექტი ჰქონია. ჯერ მხოლოდ 50 000 კაცზე გამოიცადა და როცა მასობრივად წავა აცრები, მერე რეალობაშიც ვნახავთ უკეთ. ამაზე უნდა დაიწყონ საუბარი, მოხსნან კაზინოების რეკლამა ტელევიზიებიდან და გაუშვან ეს!" - განაცხადა ზაზა წერეთელმა