ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"კოვიდი კრიტიკულად გვიტევს️ ‼️‼️‼️
(სამწუხაროდ) სასწრაფოდ:
- გასამკაცრებელია რეგულაციები;
- საღამოს 22:00 საათი ჩამოსაწევია 20:00-მდე მაინც;
- უნდა შეიზღუდოს ტრანსპორტის დატვირთვა;
- უნდა შეიზღუდოს მასობრივი შეკრებები;
- საჭიროა სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, ბაზრებსა და ბაზრობებში რეგულაციების გამკაცრება და აღსრულება!
- შეზღუდვები უნდა დაწესდეს მიზნობრივად, ტერიტორიული ერთეულების ინფიცირების ტემპის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გათვლებით მომდევნო 1 კვირის განმავლობაში საშუალოდ:
- 4000-იანი ინფიცირების შემთხვევაში საჭირო საწოლი ადგილების რაოდენობა პიკზე გაუტოლდება - 7000-ს;
- 4200-იანი ინფიცირების შემთხვევაში - 7250-ს;
- 4500-იანი ინფიცირების შემთხვევაში - 7645-ს;
- 5000-იანი ინფიცირების შემთხვევაში - 8309-ს!
მართალია ითვლება, რომ საწოლი ადგილების რაოდენობა ქვეყანაში 8000-ზე ოდნავ მეტი გვაქვს, მაგრამ, თუნდაც მომდევნო 1 კვირის განმავლობაში 4000-იანი ნიშნულის 1 კვირით შენარჩუნების შემთხვევაშიც კი:
- ცალკეული ტერიტორიული ერთეულები გადაივსებიან სრულად და ვერ შეძლებენ ახალი პაციენტების მიღებას;
- მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაჭირდება "არა კრიტიკულად მძიმე" პაციენტების მიღება;
- სავარაუდოდ გაიზრდება სიკვდილიანობა, რადგანაც საწოლები გადატვირთული იქნება მძიმე ინფიცირებულებით, რომლებიც სტანდარტული 8 დღის ნაცვლად საავადმყოფოებში საშუალოდ 3-ჯერ მეტ ხანს რჩებიან;
- მძიმე პაციენტებით სისტემის გადატვირთვის გამო, გაჭირდება სასუნთქი აპარატები და პროფესინალი სამედიცინო კადრების რესურსი, რომელიც არაკოვიდინფიცირებულ პაციენტებზეც შესაბამისად იქნება ასახული...
გვაქვს 2 ალტერნატივა:
- ჩავიკეტოთ სრულად. ამ შემთხვევა დიდ ფინანსურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ სტრესს მივიღებთ, თუმცა რადიკალურად შევამცირებთ სიკვდილიანობას;
- ჩავიკეტოთ ნაწილობრივ. გავამკაცროთ რეგულაციები და დავემორჩილოთ მათ სრულად. დავიყვანოთ დღიური ინფიცირება ეტაპობრივად 2500-მდე და შემდგომ 2000-მდე და ჩამოვწიოთ საწოლების დატვირთვა საშუალოდ 5-დან 3 ათასამდე. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფიცირებულთა მოვლა-პატრონობის და შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
საბოლოო ჯამში, ვირჩევთ:
- იძულებით ჩაკეტვას და ყველამ ვიცით რა ტიპის "დარტყმებს", ან
- ნაწილობრივ ჩაკეტვას და ახალ წელს და შობას მეტ-ნაკლებად სტაბილურ გარემოში შეხვედრის შანსს.
პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია, ნაკლებ სიკვდილიანობას =არჩაკეტილ ახალ წელს!
დარჩი სახლში, რა გესეირნება"⁉️⁉️⁉️
#ქართველი #ექიმი #გმირია
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი