ვინ არის და სად მუშაობდა თავდამსხმელი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა

ვინ არის და სად მუშაობდა თავდამსხმელი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა

დღეს, 20 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში 1 პირი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის ნასვამ მდგომარეობაში იყო. არაფხიზელი მდგომარეობის მიუხედავად, შეიარაღებული პირი კომპანიისთვის პირობების წაყენებას მაინც ახერხებდა.

თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილია, რომელიც სასტუმრო „ფაბრიკის“ თანამშრომელია.

როგორც სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, ის საინჟინრო დეპარტამენტში ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა. ის აღნიშნულ დეპარტამენტში უკვე ორი წელია მუშაობს. მენეჯერის თქმით, ლევანს დღეს სამუშაო დღე არ ჰქონდა.

მენეჯერი თავდამსხმელს უკონფლიქტო და უპრობლემო პიროვნებად ახასიათებს.

სავარაუდოდ, ამ დრომდე ჩხრეკა არ ჩატარებულა დაკავებულის სახლშიც, ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებიან. მეზობლები კი აცხადებენ, რომ ლევან ზურაბაშვილისგან მსგავსი ქმედება უკვირთ.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ თანხა არ მოუთხოვია და არც ნიღაბი ეკეთა.