„არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი“ - რას წერს ჩერგოლეიშვილი სამადაშვილზე, რომელსაც ოპოზიციის სტრატეგიაში ეჭვი შეაქვს

„არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი“ - რას წერს ჩერგოლეიშვილი სამადაშვილზე, რომელსაც ოპოზიციის სტრატეგიაში ეჭვი შეაქვს

„ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ. „ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით-მაგრამ დიდი ალბათობით, არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს“ - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილის ამ განცხადებას ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„სალომე სამადაშვილი ჭრიჭინებს ბოიკოტზე იმ არგუმენტებით, რა არგუმენტებიც ბოიკოტის გადაწყვეტამდე ჰქონდათ ბოიკოტის მოწინააღმდეგეებს,“ - წერს თავის ფეისბუქზე ონლაინგამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ამ ყველაფრის ტრაგიკომიკურობა იმაშია, რომ სალომე სამადაშვილის პარტიამ ისე გამოაცხადა ბოიკოტი, ამ ქალბატონ პოლიტიკოსს ხმა არ ამოუღია – არცერთი საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია, რომ ბოიკოტს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ კონიუნქტურა ასეთი იყო.

„მერე დაიწყო ჭრიჭინი, როცა დასავლეთი მიაწვა – თითქოს გრიგოლ ვაშაძე რომ ბრიფინგს ატარებდა ბოიკოტზე, მაშინ ნათელი არ იყო რომ დასავლეთის პოზიცია ცალსახად ბოიკოტის საწინააღმდეგო იქნებოდა.

„ახლა ბოიკოტის დარღვევა უფრო დიდი ზიანის მომტანია ოპოზიციისთვის, ვიდრე თავად ბოიკოტი – მაგრამ მას არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სალომე სამადაშვილის ფეისბუქპოსტზე გამოხმაურებებიც ძირითადად ნეგატიურიდან რადიკალურად ნეგატიურამდე მერყეობს. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის ბოიკოტის შეწყვეტაზე ლაპარაკი კატეგორიულად მიუღებელია.

აი, რას წერს სამადაშვილი:

 „დღეს მოლაპარაკებების განახლდა და მეჩვენება, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში დისკუსია ერთ საკითხზე დავიდა: შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? ისე, რომ ამ გადაწყეტილების კონტექსტი გვავიწყდება-ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი, არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? ეს რომ გავაანალიზოთ, ამისთვის შესაძლო სცენარები უნდა განვიხილოთ. რას ველოდებით? თავისთავად პარლამენტზე უარი, არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.

„ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით-მაგრამ დიდი ალბათობით, არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს. არსებობს მოსაზრებაც, რომ არჩევნებს ქვეყანაში აზრი აღარ აქვს და ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებისთვის, არანაირ შეთანხმებას ხელისუფლებასთან მნიშვნელობა არა აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ სკეპტიციზმს ვიზიარებ ქართული ოცნების მიერ დანაპირების შესრულებაზე - ასევე უპერსპქტივოდ მიმაჩნია შეთანხმებაზე და შესაბამისად, არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყეტილების ავკარგიანობას, ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ეს პრინციპული განსხვავებაა ჩემს და მათ შორის, ვინც მოუთმელად ელის ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას, იმისთვის რომ დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას“, - წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე.

მოგვიანებით მანვე ამ პოსტის ერთგვარი განმარტება გააკეთა: „განვმარტავ: შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივთან ერთად, მანამდე ტექნიკური პარლამენტის შეკრება, ქვეყნის არჩევნებისთვის მოსამზადებლად, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ა.შ. რომელიც პირველ გადაწყვეტილებად სწორედ ახალ არჩევნებს დანიშნავს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ეს არის ის კომპრომისი, რაც მე პირადად მიმაჩნია შესაძლო დათმობად, რაც ქვეყანას გადაარჩენს კატასროფას.“

Aburjga Tasmanieli ყოჩაღ! მე ისიც კი არ მეგონა თუ ჩერგოლეიშვილმა და მისმა ამქარმა სიტყვა სინდისი იცოდა ან რაიმე ასპექტში ამ სიტყვის გამოყენება შეეძლოთ?! ახლა ეს სამადაშვილი შემეცოდა! განათლებული ქალია, ითმინა, ითმინა ახლა კი მას აშკარად ეტყობა მეტი აღარ შეუძლია ამ ქუჩაში მოჟივილხიველე გონება ჩლუნი და ენაგრძელი, უსინდისო მასის ატანა!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გონებაჩლუნგი და არა - გონება ჩლუნგი
3 წლის უკან