კახა კალაძე: არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი დედაქალაქი არ დაბრუნდება სიბნელეში, კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს

კახა კალაძე: არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი დედაქალაქი არ დაბრუნდება სიბნელეში, კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს

ახლოვდება ახალი წელი და მიზანმიმართულად ხდება ამ საკითხის წამოწევა, რაში გვჭირდება განათებები, რაში გვჭირდება ახალი წელი, გასულ წლებშიც საახალწლო სამზადისთან მიმართებით, იგივე დამოკიდებულება და მიდგომები იყო. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში დეპრესიისა და ნიჰილიზმის შეგრძნება. მათი ქმედებები და მოწოდებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ რაც შეიძლება დაამძიმონ სიტუაცია“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის განცხდებით, თბილსიში, საქართველოში არასდროს არ იქნება სიბნელე. „არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი დედაქალაქი არ დაბრუნდება სიბნელეში. ​კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს, ახალ წელს ელოდებიან ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ადამიანისთვის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღესასწაული შედგეს. ქალაქი წელსაც მოირთვება, იქნება ლამაზი, მოკრძალებული, შეიძლება ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც წინა წლებში, მაგრამ გპირდებით, საახალწლოდ მორთული დედაქალაქი ძალიან ლამაზი იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ასევე იგეგმება საახალწლო სოფლის მოწყობა, თუმცა ამ საკითხზე კომენტარი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მოგვიანებით გაკეთდება.

Aburjga Tasmanieli კორონა მძვინვარებს, მაგრამ ახალი წელი საჭიროა, ზეიმია, ბავშვებს უხარიათ! არჩევნები შეიძლება?! მერე შანტაჟისტი ქუჩის პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი რიარია შეიძლება! ... აბა მარტო ფეხბურთის გულშემატკივრობა არ შეიძლება?! 60 ათასიან სტადიონზე 10-15 ათასი კაცის მიღება არ შეიძლება?! პასუხი აგეთ წაგებულ თამაშზე! პა-სუ-ხი! ძვირფასო კახი პირადად თქვენი, ლევან კობიაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის ბრალია საქართველო ევროპის პირველობაზე რომ ვერ ითამაშებს! გამოქვეყნეთ ლუსტრაციის დოკუმენტი, როცა მაყურებლის დასწრების საკითხი განიხილებოდა მთავრობაში, პარტიაში ვინ მისცა ხმა დასწრებას და ვინ თქვა უარი!
3 წლის უკან