ახალი დეტალები: ბოროტმოქმედმა მძევლად სამხარეო პოლიციის უფროსი აიყვანა, შენობა მასთან და კიდევ ორ მძევალთან ერთად დატოვა

ახალი დეტალები: ბოროტმოქმედმა მძევლად სამხარეო პოლიციის უფროსი აიყვანა, შენობა მასთან და კიდევ ორ მძევალთან ერთად დატოვა

თავდამსხმელის მიერ ტყვეობაში დატოვებული სამი მძევალიდან ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა, რომელიც ბოროტმოქმედმა ხელშეკრული გაიყვანა და კიდევ ორ მძევალთან ერთად მანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.

სამხარეო პოლიციის უფროსი იყო მომლაპარაკებელი, რომელიც უშუალოდ მას ეკონტაქტებოდა. ბანკიდან გასვლის წინ თავდამსხმელს ხელში ეჭირა გახსნილი ხელყუმბარა და თან ჰქოდა ფული.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალდავაა ის პირი, რომელმაც გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა.

ამავე ვერსიით, გალდავამ გამტაცებელთან და სხვა 2 პირთან ერთად, ბანკის მიმდებარე ტერიტორია პიკაპის მარკის ავტომობილით დატოვა.

დაუდასტურებული ინფორმაციით მძევლებს შორის არის, მერის გიორგი შენგელიას ბიძაშვილი ლაშა შენგელია.

Katana . ჩემი ვარაუდი: მძევლებს სადმე ისეთ ადგილას დატოვებს (ხელებშეკრულს), სადაც მისთვის უსაფრთხონი იქნებიან; თვითონ კი აფხაზეთი ტერიტორიაზე გადავა...
(ისე, ფული ხომ ნამდვილი იყო?.. ყალბი არ აღმოჩნდეს და არ შევრცხვეთ!).
3 წლის უკან