გიგი უგულავა:  აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აფხაზები თვითონ გააცნობიერებენ, რომ მათთვის პრაგმატულად წამგებიანი იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა

გიგი უგულავა:  აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აფხაზები თვითონ გააცნობიერებენ, რომ მათთვის პრაგმატულად წამგებიანი იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა

აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აფხაზები თვითონ გააცნობიერებენ, რომ მათთვის პრაგმატულად წამგებიანი იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა , -ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში, გიგი უგულავამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

ის პარტიის ლიდერებთან ერთად ენგურის ხიდზე მივიდა და აღნიშნა, რომ დღევანდელი საქართველო ერთობისთვის მზად უნდა იყოს.

თუმცა, გიგი უგულავას თქმით, დღევანდელი მთავრობის პირობებში, თუ გარდამტეხი ცვლილებები არ მოხდა, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან „ივანიშვილი ამას ვერ და არ მოახერხებს“.