ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.

„დღეს დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაცხრილვა და ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. არის დანაკარგი აზერბაიჯანელ სამხედროთა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის.

ეს არის სომხეთის მორიგი სამხედრო პროვოკაცია. აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის პოზიციებზე მიმდინარეობს დარტყმები, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა“, - განაცხადა ვიდეომიმართვისას ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. სომხეთის მთავრობა საომარი მდგომარეობის შემოღებაზე იმსჯელებს. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.