გური სულთანიშვილი: თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფორომაციისგან დაცვაა მთავარი

გური სულთანიშვილი: თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფორომაციისგან დაცვაა მთავარი

ჩვენ გვაქვს ფეიკნიუსთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება, რომელიც ერთი მხრივ კონცეპტუალურად ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა.

„ევროპული კანონმდებლობა გარკვეულწილად იცვლება და ამბობენ, რომ დღევანდელი მთავარი გამოწვევა არის ფეიკნიუსი. თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფრომაციისგან დაცვაა მთავარი. დღეს 2 დღეში იქმნება იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე აქამდე ერთად შექმნილა. შესაბამისად მნიშვნელოვანი ხდება არა ყველა ინფორმაციის მიღება არამედ ის, რომ გაარჩიო რას არის ვალიდური და რა არა. აქედან გამომდინარე, ფეიკნიუსისგან დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს გააკეთა საფრანგეთმა არჩევნების წინ, საკანონმდებლო ბაზა მზადდებოდა გერმანიაში. შესაბამისად, მგონია, რომ ეს უნდა გადმოვიტანოით ჩვენთანაც, ანუ საკანონმდებლო ბაზა არის აუცილებელი. ძალიან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს რა არის ფეიკნიუსი და რა არის მანიპულაცია ისე, რომ არ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. კრიტიკული აზრი არ უდნა შეიზღუდოს“, - განაცხადა სულთანიშვილმა.