სალომე სამადაშვილი: ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს

სალომე სამადაშვილი: ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს

სალომე სამადაშვილმა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ  „ზურაბ ჯაფარიძემ დაუშვა შეცდომა, უპრიანი იქნება, მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს და გნებავთ, ბოდიში მოიხადოს“.

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ამ განცხადების პასუხად, გირჩის ლიდერმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

„მე რაც ვთქვი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილმა საკითხი ისე დააყენა, თითქოს მე სიმართლის საუბარს თავი უნდა დავანებო, თუ მე მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები მივიღო. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, რადგან ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.