Survation-ის კვლევით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში 80,5 %-ით

Survation-ის კვლევით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში 80,5 %-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები -საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 80,5 % ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ პაატა კვიჟინაძეს მისცემდა.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

გიორგი კაპანაძე (ნაციონალური მოძრაობა) 7,5%

გიორგი კასრაძე(პატრიოტთა ალიანსი) - 4,6%

როსტომ ცარციძე (თავისუფალი საქართველო) -3,0%

სერგო რატიანი ( ევროპული საქართველო ) -2,5%

ანი მიროტაძე(ლელო) -1,3%

ინგა ზაბახიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 0,6%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის​ ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება-87,7%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -7,2%

პატრიოტთა ალიანსი -3,0%

ევროპული საქართველო 1,1%

ლეიბორისტული პარტია -1,0%

ერთიანი საქართველო - 0,0%

გირჩი -0,0%

თავისუფალი დემოკრატები0,0%

გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი 0,0%

ლელო -0,0%

სხვა -0,0%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 74% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 11%

50-50 ზე- 10%

არ მივიღებ მონაწილეობას -5%

არ ვიცი/უარი პასუხზე -0%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.