ლევან ნიკოლეიშვილი:  სირცხვილია, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ვეტერანების უფლებადამცველებად გვევლინებიან

ლევან ნიკოლეიშვილი:  სირცხვილია, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ვეტერანების უფლებადამცველებად გვევლინებიან

საგულისხმოა, არჩევნებამდე ერთხელ მაინც, რატომ არ გაგახსენდათ ვეტერანები და მათი პრობლემები? ან ხელისუფლებაში მყოფებს რა გაქვთ გაკეთებული ვეტერანებისა და სამხედროებისათვის?- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ 2012 წლის შემდეგ ვეტერანებისთვის დახმარება არ გაზრდილა, ეხმიანება.

ნიკოლეიშვილი იხსენებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში  „გმირთა მოედანზე“ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი ვეტერანების სასტიკ დარბევას.

როგორც ანალიტიკოსი წერს,  ვეტერანები, რომლებიც მათ დაარბიეს, სწორედ იმ უფლებების დაცვას ითხოვდნენ, რომლის ქომაგადაც იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გვევლინება.

,,რაღაც ვერ ვიხსენებ მის მაშინდელ მხარდამჭერ თუნდაც ერთ განცხადებას. შემდეგ, როდესაც აგვისტოს ომის დროს, ცაზე თვითმფრინავის გამოჩენით შეშინებული სააკაშვილი საფრანგეთი საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის და უამრავი სამხედროს თვალწინ გორში მიწაზე ფორთხავდა, იგივე ბაქრაძე ქვეყნის მოსახლეობას სამშობლოს „დანა-ჩანგლით დაცვისკენ“ მოუწოდებდა. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ეგრეთწოდებული „მუხროვანის ამბოხი“ მოიგონეს, სადაც კიდევ ერთხელ გათელეს ფეხქვეშ სამხედროების ღირსება და პატივი. ბევრი მათგანი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს, არაადამიანურად აწამეს და ხანგრძლივი პატიმრობისთვის გაწირეს. როგორც ჩანს, მაშინდელ ხელისუფლებას, მძიმე ტვირთად აწვა 2008 წლის ომში მათი მოღალატეობრივი ქმედებები და ყველაფრის სამხედროებზე და ვეტერანებზე გადაბრალება სურდათ. არადა 12 წლის წინ უამრავმა სამხედრომ ღირსეულად შესწირა თავი სამშობლოსათვის ბრძოლას. მათი უმეტესობა, სწორედაც იმ დიდი ვეტერანებისა და წინაპრების მაგალითზე იყვნენ გაზრდილი. ევრონაცები და ნაცები, რომლებიც ხან დაიშლებიან ხან შალიკოს ფანჩატურში შეერთდებიან, მერე ისევ დაიშლებიან და თუ საჭიროდა ჩათვლიან და მათი ბელადის სააკაშვილის მოწოდება იქნება, სავარაუდოდ ისევ გაერთიანდებიან, ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილით, დღეს კიდევ ერთხელ ახალი პოპულისტური იდეებით ცდილობენ ცრუ იმედი ჩაუსახონ ადამიანებს“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

,,ანალიტიკოსი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იმ პროგრამებსა და დახმარებებზე წერს, რომელიც ვეტერანებისთვის 2012 წლის შემდეგ განხორციელდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ვეტერანებს 100% უფინანსდებათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, მაშინ როცა ჩვეულებრივ საყოველთაო დაზღვევის მოსარგებლეს 70%-ით. სოციალურ პაკეტს (მოქმედებს 2012 წლიდან) იღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. თანხა განისაზღვრება: 134 დან 323 ლარამდე ოდენობით კატეგორიების მიხედვით. 2007 წლიდან განხორციელდა სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის განკუთვნილი კომუნალური მომსახურების სუბსიდირება. მათ შორის, იყვნენ ომის მონაწილეები, პირები, რომლებიც არც პენსიონერები არიან და არც შშმ პირები. 2009 წლიდან მათთვის ამ დახმარების გაცემა შეწყვეტილი იყო და 2019 წლის ივნისიდან განახლდა. შესაბამისად, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია მოიპოვა ყველა ვეტერანმა.

თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, უმაღლესი განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში სახელმწიფოსგან 50% ფინანსდებიან. დანიშნულია თავდაცვის სამინისტროს სტიპენდიები, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მრავალ სამხედროსა და ვეტერანს გადაეცა საცხოვრებელი ბინები; აღარაფერს ვამბობ სამხედრო ტექნიკისა და თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან და ნატოსთან ყველაზე მაღალ თანამშრომლობის ნიშნულზე (ეს ის არ არის, მიშა სააკაშვილი და დავით ბაქრაძე რომ „გვაბოლებდნენ“ მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო).

სამხედროები და ვეტერანები პოლიტიკაში არ ერევიან. ისინი სამშობლოს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან... მაგრამ, სხვაზე მეტად არჩევენ რომელი ხელისუფლებაა მათი თანამდგომი და ქვეყნის სიკეთეზე და განვითარებაზე ორიენტირებული, რასაც დარწმუნებული ვარ ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ღირსეულად გამოხატავენ“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

Katana . ნაცების მსმენელ-მაყურებელს, გამუდმებით მახსენდება დუმბაძის პერსონაჟის სიტყვები: შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტ, შვილო, მერე იოლი ხდება ცხოვრებაო!..
3 წლის უკან