დმიტრო კულება: სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოსთან დაკავშირებით თავის კომენტარებში უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს

დმიტრო კულება: სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოსთან დაკავშირებით თავის კომენტარებში უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კერძო პირის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის სახელმწიფოს პასუხის გაცემა უწევს.

მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ სიტუაცია სინანულს იწვევს, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელიც უფლებამოსილი არ არის სახელმწიფოს პოზიცია წარმოადგინოს, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე არჩევნების წინ“.

„სააკაშვილის თითოეული განცხადება იმით მთავრდება, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო უწყებაში იწვევენ და უკმაყოფილობას უფიქსირებენ სააკაშვილის განცხადებების გამო. ამ სიტუაციის დისბალანსი ის არის, რომ კერძო პირი გამოდის, ხოლო სახელმწიფოს კი პასუხის გაცემა უწევს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინას ესმის საქართველოში არჩევნების წინ შექმნილი მგრძნობიარე სიტუაცია და ძალიან აფასებს მეგობრობას ქართველ პარტნიორებთან.

„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევენ ურთიერთობებს ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოებს შორის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მკაფიოა: სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოსთან დაკავშირებით თავის კომენტარებში უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს“, - დასძინა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Aburjga Tasmanieli ეხ დიმიტრო, დიმიტრო ... შე ქათამო!
ისე ეს უკრაინელები ასე რამ გამოაკულება?!
მაგათ ჩვენ ქართველები პაპუასები ვგონივართ! ! !
3 წლის უკან